შატილი ფილოსოფიური გეოგრაფიის პერსპექტივიდან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შატილი ფილოსოფიური გეოგრაფიის პერსპექტივიდან

2013 წლის დეკემბერში გამოიცა ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, გიორგი თავაძის ნაშრომი, „შატილი ფილოსოფიური გეოგრაფიის პერსპექტივიდან“ (გამომცემლობა „ნეკერი“, ქართულ და ინგლისურ ენებზე).

 

აღნიშნულ ნაშრომში ჩამოყალიბებულია ფილოსოფიური გეოგრაფიის კონცეპტუალური ჩარჩო. აქ, ასევე, გაანალიზებულია 2012 წლის ზაფხულში პირიქითა ხევსურეთში ჩატარებული ექსპედიციის შედეგები. ნაშრომში აღწერილია შატილის საკრალური, ისტორიული და ყოველდღიური სივრცეები და მათი შემადგენელი კომპონენტები. ნაშრომის ძირითადი აზრი, შესაძლოა, შემდეგი დებულებით გამოიხატოს: 1. ფილოსოფიური გეოგრაფია ინტერდისციპლინური დარგია, რომელიც უნდა იყოს ერთგვარი „ხიდი“ ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებს შორის; 2. საკრალური, ისტორიული და ყოველდღიური სივრცეები მუდამ კვეთენ ერთმანეთს ადამიანთა მოძრაობებისა და ინტერაქციების მეშვეობით; 3. მხოლოდ საკრალური და ისტორიული სივრცეები არ კმარა ადამიანთა შემოსაკრებად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველდღიური მოძრაობისა და მოქმედების სივრცე; 4. ადგილები, მობილობები და იდენტობები ურთიერთდაკავშირებული პროცესებია; 5. ადგილების სიმყიფეს ადამიანთა შრომა და ზრუნვა უპირისპირდება.