განახლებული განცხადება!!!
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, 2013 წლის 25-29 ივნისს ჩატარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებში. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების ბაკალავრიატისა (პირველი კურსის ზემოთ) და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონფერენცია იმუშავებს ორ – ინგლისურ და ქართულენოვან – სექციად.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ელექტრონულ ფოსტაზე (gruni.philosophy@gmail.com) უნდა გამოაგზავნონ მოხსენების თეზისები ქართულ ან ინგლისურ ენებზე (მაქსიმუმ 2 გვერდი, A4 ფორმატი, შრიფტი AcadNusx (ქართული ენის შემთხვევაში) ან Times New Roman (ინგლისური ენის შემთხვევაში), შრიფტის ზომა – 12, ინტერვალი – 1,15). მოხსენების თემატიკა შეზღუდული არ არის. მოხსენების ხანგრძლივობა – 15 წუთი. ორ სტუდენტს შეუძლია ერთი თემის წარმოდგენა, თუმცა მოხსენების ხანგრძლივობა იგივე რჩება.
კონფერენცია წარიმართება 2 სექციად: 25 ივნისს გაიმართება ინგლისური სექციის სხდომა, ხოლო 29 ივნისს – ქართული სექციის სხდომა. გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვებიან ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოცემული პუბლიკაციებით (ალექსის დე ტოკვილის „დემოკრატია ამერიკაში“, „ფედერალისტური წერილები“, თომას პეინის „საღი აზრი“, „ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესსეები“, ბერნჰარდ ვალდენფელსის „გზები ფენომენოლოგიისა, პასუხს რომ იძლევა“, უდო რაინჰოლდ იეკის „განაზრებანი ქართული ფილოსოფიის შესახებ“, საერთაშორისო სამეცნიერო კრებული „აღმოსავლეთი და დასავლეთი“, ჰელმუტ შნაიდერის „ძენ–ბუდიზმის ესთეტიკა“). კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები დაიბეჭდება ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის სპეციალურ სამეცნიერო სერიაში.
კონფერენციის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.
ჟიურის შემადგენლობა (ინგლისური სექცია):
პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (კასელი/თბილისი) – ჟიურის თავმჯდომარე
პროფ. ტრევორ კარტლიჯი (ნოტინგემი/თბილისი)
პროფ. მიხეილ გოგატიშვილი (თბილისი)
ასოც. პროფ. ნინო ფიფია (თბილისი)
ასისტ. პროფ. გიორგი თავაძე (თბილისი)
ჟიურის შემადგენლობა (ქართული სექცია):
პროფ. ლალი ზაქარაძე (ბათუმი) – ჟიურის თავმჯდომარე
პროფ. ვაჟა ლორთქიფანიძე (თბილისი)
პროფ. დოდო ლაბუჩიძე (თბილისი)
პროფ. მიხეილ გოგატიშვილი (თბილისი)
პროფ. ნოდარ ბელქანია (თბილისი)
მეცნიერ-მკვლევარი ირაკლი კახიძე (თბილისი)
ასისტ. პროფ. გიორგი თავაძე (თბილისი)
(ჟიურის წევრების ცვლილების შემთხვევაში აპლიკანტებს დროულად ეცნობებათ)
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2013 წლის 20 ივნისი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომი შეფასდება სამი კომპონენტით: პრეზენტაციის უნარი, სტუდენტის მიერ საკითხის ცოდნა, კრეატიულობა/ორიგინალურობა. თითოეული კომპონენტი შეფასდება ათბალიანი სისტემით. გამარჯვებული იქნება ის სტუდენტი (სტუდენტები), რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
გამოგზავნილ თეზისებში სტუდენტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს:
· თემის სათაური
· სახელი და გვარი
· უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/ფაკულტეტის/მიმართულების/კურსის დასახელება
· თემის ხელმძღვანელის სახელი და გვარი/სამეცნიერო თანამდებობა
· ტელეფონის ნომერი