2012 წლის 20-25 აგვისტოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ირემაძემ მონაწილეობა მიიღო იღებდა მსოფლიო ფილოსოფოსთა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის მუშაობაში, რომელიც მიუნხენსა და ფრაიზინგში (გერმანია), მიმდინარეობდა და ეძღვნებოდა თემათა და პრობლემათა ფართო სპექტრის განხილვას საერთო სათაურით - „ცოდნით ტკბობა“. პროფესორმა ირემაძემ აღნიშნულ კონგრესზე წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ადამიანური სულის შემეცნებითი ფუნქცია და მისი მნიშვნელობა იოანე პეტრიწის კომენტარში პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ შესახებ“.