ერთობლივი სამაგისტრო, ინგლისურენოვანი პროგრამის: “გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა“ პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ერთობლივი სამაგისტრო, ინგლისურენოვანი პროგრამის: “გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა“ პრეზენტაცია


21 მაისს, 12:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია. ეს არის ერთობლივი სამაგისტრო, ინგლისურენოვანი პროგრამა "გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა", რომელიც განხორციელდება პარტნიორ საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნულ უმაღლეს სკოლასთან (ENA) და სორბონის უნივერსიტეტთან (PARIS1) თანამშრომლობით.

 

პროგრამა განხორციელდება ორ ეტაპად - პირველ აკადემიურ წელს სტუდენტი ისწავლის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, მეორე წელს გაემგზავრება პარიზს, საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნულ უმაღლეს სკოლაში. სწავლასთან ერთად სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება სორბონის უნივერსიტეტის (PARIS1) მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიიღებს ამავე უნივერსიტეტის დიპლომს.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი პროექტი აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც განახორციელებს, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფორმატით, საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული უმაღლესი სკოლა (ENA) და სორბონის უნივერსიტეტი (PARIS1).

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (ENA) ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი ჟაკელინ რეპელენი, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი რენო სალენსი და სხვა ფრანგი დიპლომატები, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.