ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE და EMINENCE II პროექტებში გამარჯვებული სტუდენტები დაბრუნდნენ მშობლიურ უნივერისტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE და EMINENCE II პროექტებში გამარჯვებული სტუდენტები დაბრუნდნენ მშობლიურ უნივერისტეტში


ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE და EMINENCE II პროექტებში გამარჯვებული სტუდენტები - ლუკა ხაჩიძე, ნათია გამყრელიძე, ანა ფაცაცია, სალომე წულაძე - 2015 წლის ივლისს დაბრუნდნენ მშობლიურ უნივერისტეტში. მათ 10 თვის განმავლობაში მასპინძლობა გაუწია ევროპის სამმა წამყვანმა უნივერსიტეტმა - ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი (პოლონეთი), მალმოს უნივერსიტეტი (შვედეთი), როვირა ივირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი).

 

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები. უცხოეთში დაგროვილი ქულები აღიარა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა.

 

სტუდენტების სწავლა, მგზავრობა და ცხოვრება დააფინანსა პროექტმა.

 

აღნიშნულმა პროექტმა სტუდენტებს შესძინა ახალი გამოცდილება, ახალი ცოდნა, ახალი მეგობრები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პოლონეთში იმყოფება სოციალური და ჰუმანიტარული სკოლის დოქტორანტი გიორგი ხუროშვილი, რომელსაც პროექტში მონაწილეობის ვადა გაუგრძელდა ერთი წლით.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პროექტში მონაწილეებს ულოცავს საერთაშორისო მობილობის მაღალი აკადემიური შედეგებით დასრულებას და იმედს გამოთქვამს, რომ სტუდენტთა ახალი ნაკადი, რომელიც მ/წ სექტემბერში გაემგზავრება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე წარმატებით დაბრუნდება მშობლიურ უნივერსიტეტში.

 

სტუდენტების შტაბეჭდილებები იხილეთ აქ:

ნათია გამყრელიძე

სალომე წულაძე

ანა ფაცაცია

ლუკა ხაჩიძე