გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სულხან მელაძის დისციპლინის - პრესკონფერენციის მოდელირების ფარგლებში შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს (იმ დროისთვის განათლების და მეცნიერების მინისტრს) გიორგი მარგველაშვილს. შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. თემა, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა „განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები, შედეგები და პერსპექტივა“ იყო. სტუდენტებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები და პროფესორ-მასწავლებლები. შეხვედრა საინტერესოდ, დებატების რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების კითხვებიდან გამომდინარე, მინისტრი შეეხო საჯარო სკოლების და ეროვნული გამოცდების საკითხს. დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა მინისტრს დაათვალიერებინა საფანტომო კლასი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია.