დოქტორი იენს დეპე და პროფესორი მარაიკე შმიდი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დოქტორი იენს დეპე და პროფესორი მარაიკე შმიდი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, სამართლის რეფორმის პროგრამის ხელმძღვანელს, დოქტორ იენს დეპეს და ჰამბურგის სამართლებრივი დიდაქტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, პროფესორ მარაიკე შმიდს შეხვდნენ.

 

სტუმრებმა ისაუბრეს გერმანიაში იურიდიული სწავლების საკანონმდებლო რეგულაციებზე, გერმანულ უნივერსიტეტებში სამართლის სწავლების მეთოდიკასა და სამართლებრივი დიდაქტიკის პრობლემურ საკითხებზე.

 

შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა. სტუმრებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და პარალელები გაავლეს სამართლის სწავლების ქართულ მიდგომებთან.

 

პროფესორ–მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გერმანელ სტუმრებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

საკონტაქტო პირი: ირინა კობახიძე; irina.kobakhidze@gruni.edu.ge; 568 67 60 22