მ/წ 6 ოქტომბერს ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ცნობილმა გერმანელმა ფსიქოლოგმა, პროფესორმა კონრად რეშკემ ინტერაქტიური ლექცია ჩაატარა.
ბატონმა რეშკემ აუდიტორიას გააცნო თანამედროვე ფსიქოლოგიის პრობლემები, ისაუბრა სტრესის მართვის მეთოდოლოგიასა და მისი გამოყენების აქტუალობაზე. მან თავისი გამოცდილებიდან არაერთი ქეისი წარმოადგინა.
უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მამუკა თავხელიძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა ლექციისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ხოლო ბატონმა რეშკემ საკუთარი წიგნი აჩუქა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. გამოითქვა ამ წიგნის ქართულ ენაზე თარგმნის სურვილიც, რაზეც სტუმარმა-პროფესორმა თანხმობა განაცხადა.
ბატონ რეშკემ კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრით და განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოხატა უნივერსიტეტის ახალი კამპუსით, ხაზი გაუსვა მის ევროპულ სტილს.