სახელმწიფო მინისტრი სასწავლო პროცესში მონაწილეობს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სახელმწიფო მინისტრი სასწავლო პროცესში მონაწილეობს


საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, აგრეთვე, ჟურნალისტიკისა და მასობრივის კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებისთვის, აკადემიური პროგრამის ფარგლებში, გაიმართა მოდელირებული პრესკონფერენცია. ამჯერად, სტუდენტები შეხვდნენ სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორს პაატა ზაქარეიშვილს.

 

პროგრამით გათვალისწინებულმა პრესკონფერენციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუდენტებში. პროფესორმა პაატა ზაქარეიშვილმა სტუდენტებს გააცნო დღევანდელი ვითარება საოკუპაციო ზონებში და უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ ყველა მწვავე კითხვას.