საერთაშორისო კონფერენცია ლიტვაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო კონფერენცია ლიტვაში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაკა ფირანაშვილი და ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების სკოლის პროფესორი ლამარა ქადაგიძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიტვაში (20-30 ოქტომბერს).

 

ვიზიტის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს კლაიპედაში ლიტვის გამოყენებითი მეცნიერებების ბიზნეს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მე-11 საერთაშორისო კონფერენციაში - „მდგრადი რეგიონული განვითარება: ეკონომიკური, მმართველობითი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები“ (11th International scientific conference – 2015, SUSTAINABLE REGIONAL DEVELOPMENT: ECONOMICAL, MANAGEMENT AND TECHNOLOGICAL POSSIBILITIES).

 

კონფერენციაზე პროფესორებმა მაკა ფირანაშვილმა და ლამარა ქადაგიძემ წარადგინეს ერთობლივი მოხსენება: „ტურიზმის, როგორც დარგთაშორისი დისციპლინის როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“ (The Role of Tourism as an Interdisciplinary Subject in the Development of Georgian Economy). სტატია დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში (Vadyba, Journal of Management – ISSN 1648-7974) 2016 წელს. პროფესორები შეხვდნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების შესაძლებლობა.

 

საკონტაქტო პირი: ირინა კობახიძე; irina.kobakhidze@gruni.edu.ge; 568 67 60 22