პრეზენტაცია - „ისწავლე ინგლისური ოქსფორდში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პრეზენტაცია - „ისწავლე ინგლისური ოქსფორდში“


უნივერსიტეტის დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, საკონფერენციო დარბაზში, პრეზენტაცია გამართა საქართველოში კოსმეტიკური ბრენდის „AVON” წარმომადგენელმა მარიამ ბექაურმა. იგი ჩვენი უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის კურსდამთავრე-ბულია.

 

თანამშრომლობასთან ერთად, კომპანიამ სტუდენტებს შესთავაზა ახალ პროგრამაში, „ისწავლე ინგლისური ოქსფორდში“, ჩართვა. პროგრამა გულისხმობს 2016 წლის გაზაფხულზე ოთხი კვირით ოქსფორდში სწავლას კომპანიის დაფინანსებით (მგზავრობა, ცხოვრება, სწავლა). პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველი სტუდენტები დარეგისტრირდნენ აღნიშნულ კომპანიაში.

 

პრეზენტაციაზე მოეწყო პრიზების გათამაშება, სადაც სტუდენტებს გადაეცათ პრიზები „AVON“-ის პროდუქციიდან.

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge;