გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში 2014 წლის 20 მარტს, 16:00 საათზე, სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა ELSA-ს (ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია) პრეზენტაცია.
ELSA-ს თბილისის გამგეობის ვიცე-პრეზიდენტმა ანა გოგოლაძემ წარმოადგინა STEP - ის (სტუდენტური გაცვლითი სამუშაო პროგრამა) პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება და ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა შესაძლებელია მსოფლიოს 25 ქვეყნის მასშტაბით, წამყვან იურიდიულ კომპანიებსა თუ სხვა დაწესებულებებში. აღინიშნა, რომ მხოლოდ ელსას წევრებისთვისაა შესაძლებელი პროგრამაში მონაწილეობა. პრეზენტაციაზე ასევე, განხილულ იქნა ასოციაციის საქმიანობის (სემინარები, კონფერენციები, იმიტირებული პროცესები, სამართლის სკოლები, დებატები და სხვა.), ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები და პერსპექტივები.
პრეზენტაციის ფარგლებში, სამართლის სკოლის სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ამჯერად აქტიური სტაჟირებების თაობაზე. აღინიშნა, რომ სტუდენტური გაცვლითი სამუშაო პროგრამაში ჩართვის და სტაჟირების გავლის მსურველებს შეუძლიათ 2014 წლის 13 აპრილიდან შეავსონ აპლიკაციები. აპლიკაციების ჩაბარების ვადა იწურება 2014 წლის 10 მაისს.
გამოიყენეთ შანსი, გაიგეთ რა არის ელსა და გახდით ასოციაციის აქტიური წევრები.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge; ტელ. 2 384 406; 2 252 981; მარი ციცქიშვილი 558 044400; ლუკა ასათიანი 595368040; tbilisi@elsa.ge