ტრენინგ-კურსი დასაქმების ხელშეწყობისა და სათანამშრომლო უნარების გასავითარებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგ-კურსი დასაქმების ხელშეწყობისა და სათანამშრომლო უნარების გასავითარებლად


16 - 28 დეკემბერს დასაქმების ცენტრის ინიციატივით უნივერსიტეტის სტუდენტებმა (III-IV დონე) და კურსდამთავრებულებმა გაიარეს ტრენინგ-კურსი დასაქმების ხელშეწყობისა და სათანამშრომლო უნარების გასავითარებლად.

 

ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა.

 

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეების აღჭურვა იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომელიც შემდგომში მათ დაეხმარება კარიერის სწორად დაგეგმვაში.

 

ტრენინგები ჩაატარა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორმა ლია ყანჩაველმა.

 

საკონტაქტო პირი: თამარ თავხელიძე t.tavkhelidze@gruni.edu.ge; ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge