საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა თავისუფალ უნივერსიტეტში და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა.
რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შეირჩა ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი მარიეტა კუპრავა, რომლიც 2011 წლის 15 სექტემბერს ორი თვით გაემგზავრა ჩინეთში სტაჟირების გასავლელად. მარიეტა კუპრავა პეკინის სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარებს სემინარებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. სტაჟირების დამთავრების შემდეგ მ. კუპრავას გადაეცემა სერტიფიკატი. პროექტის 50% დაფინანსებულია აისეკ პეკინის მიერ. სტუდენტის პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.
აისეკი კვლავ გეგმავს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას და მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს სტუდენტებს.