სამართლის სკოლის დეკანის დიტერ უმბახის ვიზიტი მადრიდში (ესპანეთი), ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი უნივერსიტეტების შეკრებაზე.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამართლის სკოლის დეკანის დიტერ უმბახის ვიზიტი მადრიდში (ესპანეთი), ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი უნივერსიტეტების შეკრებაზე.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი- დიტერ უმბახი, მადრიდში, კარლოს III უნივერსიტეტის  ბაზაზე,

ELFA-ს  ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების შეკრებაში მონაწილეობდა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ELFA-ს პრეზიდენტი მანუელ ბერმეჯო, ამერიკული სამართლის სკოლის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ლორენ რობელი, 40- მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დეკანი და სხვა წარმომადგენლები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართლის სკოლებიდან. შეკრებაზე განსახილველ  მთავარი თემად  წარმოდგენილი იყო: „ სამართლებრივი განათლება და პროფესიული ცხოვრება: ადაპტაცია ახალი გამოწვევებისადმი“. შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე სამართლის სწავლების ინგლისური და ფრანგული მეთოდები, კონკრეტულად: „როგორ აღვზარდოთ მომავალი მოსამართლეები“, „როგორ გავხდე ადვოკატი“. ამ შეხვედრამ თვალნათლივ  გამოკვეთა  -„ეკოლოგიური სამართლისა“ და „სამომხმარებლო უფლებების დაცვის“ მიმართულებებით სწავლების მეთოდების გააქტიურების აუცილებლობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 12 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს შორის, ყველაზე დიდი დისკუსია სამართლებრივი სწავლების ინოვაციური მეთოდების განვითარებამ გამოიწვია.

 

აღსანიშნავია, რომ ELFA-ს შეხვედრაზე განხილული რამდენიმე იდეა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ფარგლებში უკვე განხორციელების პროცესშია, რაც საშუალებას იძლევა უზრუნველვყოთ იურიდიული განათლების სრულყოფის თანამედროვე მოთხოვნების სრულფასოვანი შესრულება.