7 და 8 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და ჰაიდენჰაიმის უმაღლეს სასწავლებელთან (გერმანია) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “გერმანიის და ევროპის სადაზღვევო ბაზრები“.
ლექცია ინგლისურ ენაზე ბატონმა ჰერბერტ ბიმანმა წაიკითხა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია Alianz-ში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. ბატონი ჰერბერტი ასევე წარმოადგენს ბადენ-ვურტენბერგის უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალს. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვევით ლექციას ესწრებოდნენ ქართული სადაზღვევო კომპანიების: ,,ალფა“-ს, „სტანდარტ დაზღვევა“-ს, ,,ალდაგი ბისიაი“-ს, „ტაო“-ს წარმომადგენლები.