უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ გზა დაულოცა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტს აჩიკო კონცელიძეს და ამავე სკოლის დოქტორანტს ქეთევან კუხიანიძეს მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში (ფრაიბურგი, გერმანია) აკადემიური ვიზიტით გასამგზავრებლად. Mმომავალი მეცნიერების გამგზავრება მსოფლიო დონის ცენტრში ცოდნის გასაღრმავებლად და სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად განხორციელდება 2012 წლის სექტემბერში უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნულ შეხვედრაზე იურისტთა ახალი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ქალბატონ ელიკო წიკლაურ-ლამიხს მიენიჭა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება და გადეცა შესაბამისი დიპლომა.
ღონისძიებას ესწრებოდა დიასპორას საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ეკატერინე კუპატაძიდუ.