2012 წლიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი არის კონსორციუმის წევრი, რომელმაც გაიმარჯვა ევროკავშირის პროექტში „ერასმუს მუნდუსი - მეზობელი აღმოსავლეთ რეგიონების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების კოოპერაციით“ (EMINENCE). პროექტში მონაწილეობს პოლონეთის, საფრანგეთის, შვედეთის, პორტუგალიის, იტალიის, უკრაინის, ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს უნივერსიტეტები.
აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში, განახორციელონ საერთაშორისო მობილობა ანუ ისწავლონ ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, დააგროვონ კრედიტები და შეიძინოს ახალი გამოცდილება.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.