საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა.
რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შერჩეული ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები ლევან ლაგვილავა და აკაკი ტარტარაშვილი 2013 წლის 4 თებერვალს 6 კვირით გაემგზავრნენ პოლონეთის ქალაქ ვროსლავში სტაჟირების გასავლელად.
უნივერსიტეტის სტუდენტთა პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელს და კვებას უზრუნველყოგს აისეკი.