გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამართლის, ბიზნესისა და მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და მედიცინის სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებისათვის
1.1. სამართლის სკოლა
კერძო სამართალი
ასოცირებული პროფესორი –ერთი საშტატო ერთეული
საჯარო სამართალი
ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული
1.2. ბიზნესისა და მართვის სკოლა
მარკეტინგი
ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
2.3 მედიცინის სკოლა
თერაპიული სტომატოლოგია
პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული
პათოლოგიური ფიზიოლოგია
ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული
ნევროლოგია
ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული
2.4 ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები
პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული
სოციალური ფსიქოლოგია
პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული
კლინიკური ფსიქოლოგია
პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – სამი საშტატო ერთეული
პროფესორის და ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით, ხოლო ასოცირებული პროფესორის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად, რანჟირებული სახელფასო განაკვეთის ფარგლებში.
პროფესორის აკადემიური თანამდებობების დაკავება, ღია კონკურსის წესით, შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით
პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და საგანმანათლებლო დაწესებულებაში/ცენტრში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით.
1. აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები:
ა) აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეტენდენტის პედაგოგიურ და მეცნიერულ საქმიანობაში უნდა ვლინდებოდეს:
დინამიზმი, ეფექტურობა, მასშტაბურობა;
აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია;
ლიდერობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, ნოვატორობა, არაკონფლიქტურობა, ობიექტურობა.
ბ) კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი მონაცემების მიხედვით:
აკადემიური სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება;
თემის ხელმძღვანელობა/ოპონენტობა;
ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია;
პროფესიული განვითარება;
კვლევა/მონოგრაფია/სახელმძღვანელო;
საერთაშორისო აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციის წევრობა;
სახელისუფლებო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა.
პროფესორის და ასოცირებული პროფესორების თანამდებობებზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია – CV (ელექტრონული ვერსია); შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის დანართით;
დ) ორი ფოტოსურათი;
ე) განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
ვ) სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
ზ) სამეცნიერო შრომების ნუსხა (გამოცემის თარიღისა და გამომცემლობის მითითებით), განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია;
თ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 26 მარტიდან 4 აპრილამდე. შედეგები გამოქვეყნდება 2014 წლის 10 აპრილს
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე შაბათ კვირის გარდა, დილის 11 საათიდან 18 საათამდე. თბილისი, ჯ. ბაგრატიონის ქ. # 6. საკონტაქტო ტელეფონი: 38 44 06 /134 ; www.gruni.edu.ge; info@gruni.edu.ge