ბიზნესის და მართვის სკოლის მაგისტრანტებს გასვლითი ლექცია ქალაქ ახალციხეში ჩაუტარდათ. ახალციხეში მიმდინარეობს სამცხის ათაბაგთა რეზიდენციის სარესტავრაციო-სამშენებლო სამუშაოები. პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ მაგისტრანტებს პრაქტიკის ობიექტზე გააცნო მენეჯმენტის სპეციფიკა და საშუალება მისცა უშუალო მონაწილეობა მიეღოთ მართვის პროცესში, გამოითქვა სურვილი და მზადყოფნა მაგისტრანტების დასაქმების თაობაზე. მაგისტრანტები ადგილზევე გაეცნენ ვალეს საბაჟო-გამშვები პუნქტის მენეჯმენტის პროცესს, დაათვალიერეს სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ვიზიტის დასასრულს წარადგინეს პრეზენტაციები კონკრეტულ თემატიკაზე.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI