გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღე აღინიშნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღე აღინიშნა

31 მაისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღესთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა მოეწყო.

 

მრგვალის მაგიდის მუშაობაში უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელმა ლელა სტურუამ.

 

შეხვედრის მიზანი, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, სტუდენტების ინფორმირება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის უახლესი სტატისტიკის შესახებ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს კანონის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ გაცნობა/პოპულარიზაცია იყო.

 

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის ფარგლებში სამომავლო ღონისძიებები დაიგეგმა.