გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროექტ „ახალი თბილისის“ პრეზენტაცია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროექტ „ახალი თბილისის“ პრეზენტაცია გაიმართა

2012 წლის 18 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროექტ „ახალი თბილისის“ პრეზენტაცია გაიმართა. „ახალი თბილისი“ ქალაქ თბილისის მერიის ფართო მასშტაბიანი პროექტია, რომელიც დიღმის ტერიტორიაზე, 230 ჰექტარზე გაშენდება და დაუკავშირდება თბილისის ყველა წერტილს. „ახალი თბილისი“ იქნება უბანი, რომელიც ინფრასტრუქტურული, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქალაქის ურბანულ განვითარებასა და უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

პროექტს პრეზენტაცია ფონდ „ახალი თბილისის“ თავმჯდომარემ სერგო ქავთარაძემ გაუკეთა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.