ეკოტური იმერეთის დაცულ ტერიტორიაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ეკოტური იმერეთის დაცულ ტერიტორიაზე

ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის დაფინანსებით მოეწყო გასვლითი ლექცია - „ეკოტური იმერეთის დაცულ ტერიტორიაზე“. პროექტი განხორციელდა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის საგანმანათლებლო პოლიტიკისა და სასწავლო პროგრამის მიხედვით. პროექტში მონაწილეობდნენ ტურიზმის სპეციალობის პირველი, მესამე და მეოთხე დონის სტუდენტები. სტუდენტებმა მოინახულეს იმერეთის დაცული ტერიტორიაში შემავალი ობიექტები: პრომეთეს მღვიმე; სათაფლიას მღვიმე და გადმოსახედი; გელათის სამონასტრო კომპლექსი და მოწამეთა.