გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ საახალწლო კარნავალი კლუბში „ქალაქური“ გამართა. სტუდენტურ კარნავალს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ესწრებოდა. სპეციალურად ამ დღისთვის, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც თბილისის სკოლებიდან აბიტირიენტთა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩაბარების დინამიკას სწავლობდა - გამოიკვეთა სკოლები: 51-ე, 1 ექსპერიმენტული, 18-ე, 137-ე და კერძო სკოლა „მთიები“, რომელთაც „უნივერსიტეტის მეგობარი სკოლის“ სტატუსი მეინიჭათ და მათ მოსწავლეებს სწავლის ღირებულების ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცათ.