„ერთად ვიმარჯვებთ!“ - მარათონი შშმ პირთა და ვეტერანთა მხარდასაჭერად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„ერთად ვიმარჯვებთ!“ - მარათონი შშმ პირთა და ვეტერანთა მხარდასაჭერად

კვირას 1000-მდე ადამიანი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაშავებული ქართველი მებრძოლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, უცხო ქვეყნების ელჩები, საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სპორტსმენები, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და საზოგადოებისათვის ცნობილი სხვა ადამიანები ერთად გამოვიდნენ სპორტულ მარათონში შშმ პირების მხარდასაჭერად და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის.

 

გარბენი საბურთალოს რაიონის გამგეობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევითა და ორგანიზებით განხორციელდა.