სამეცნიერო-კვლევითი პროექტი - ალექსის დე ტოკვილი: „დემოკრატია ამერიკაში“ (ქართული თარგმანი გამოკვლევითა და შენიშვნებით)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო-კვლევითი პროექტი - ალექსის დე ტოკვილი: „დემოკრატია ამერიკაში“ (ქართული თარგმანი გამოკვლევითა და შენიშვნებით)

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დააფინანსა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მიერ წარდგენილი სამეცნიერო-კვლევითი და მთარგმნელობითი პროექტი, რომელიც დიდი ფრანგი მოაზროვნის, შედარებითი პოლიტიკური მეცნიერების ფუძემდებლის, ალექსის დე ტოკვილის (1805-1859) საყოველთაოდ ცნობილი ნაშრომის „დემოკრატია ამერიკაში“ ქართული თარგმანის შესრულებას და გამოქვეყნებას - სათანდო მეცნიერულ-კრიტიკული აპარატით. „დემოკრატია ამერიკაში“ შედარებითი სოციოლოგიისა და ლიბერალურ-პოლიტიკური აზროვნების კლასიკურ ნაშრომადაა მიჩნეული და მისი ქართული თარგმანის არსებობა დიდად წაადგება ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების განვითარების საქმეს. პროექტი 2010 წლის აგვისტოს ბოლოდან ხორციელდება და 2011 წლის სექტემბერში დასრულდება.

ალექსის დე ტოკვილის  ამ ტექსტის ქართულ თარგმანს შეასრულებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიურ-სოციოლოგიური აზრის თარგმანის განყოფილების გამგე, პროფესორი დოდო ლაბუჩიძე, ხოლო ქართული თარგმანის სამეცნიერო რედაქციას გააკეთებენ და მას შენიშვნებს დაურთავენ ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, პროფესორები: თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, გიორგი თავაძე.