2012 წლის 19 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2011-2012 წლებში გამოცემული თარგმანების პრეზენტაცია: (1) ალექსის დე ტოკვილი, დემოკრატია ამერიკაში, თბილისი, 2011 წ. (ფრანგულიდან თარგმნა პროფ. დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ); (2) თომას პეინი, საღი აზრი, თბილისი, 2012 წ. (ინგლისურიდან თარგმნა ასისტ.-პროფ. გიორგი თავაძემ). ორივე თხზულება პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დარგის კლასიკურ ნაშრომებადაა აღიარებული. თარგმანების გამოცემა განხორციელდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმანის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განათლების, კულტურისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსი მაიკლ ტერნერი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი სოფო ბზიშვილი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტების მენეჯერი ანა ხარიბეგაშვილი.
პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა პროფ. ჰელმუტ შნაიდერის (კასელი/თბილისი) მოხსენება თემაზე:
„ტოკვილი და ჰეგელი კოლონიებისა და კოლონიზაციის შესახებ“
(მოხსენება გერმანულ ენაზე, ქართული თარგმანის თანხლებით)