საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა ნათელა ვასაძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა პრეზიდენტის პოზიცია და გადადგა. მეცნიერებათა აკადემიის ახალი პრეზიდენტის ასარჩევად მოწვეულმა კრებამ კი, წარმოდგენილ კანდიდატთა შორის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს ერთხმად დაუჭირეს მხარი. აკადემიის საბჭომ, პროფესორ მამუკა თავხელიძეს აკადემიის პრეზიდენტად არჩევასთან ერთად, აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდებაც მიანიჭეს.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გულწრფელად ულოცავს უნივერსიტეტის რექტორს მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც პედაგოგიურ და სამეცნიერო ასპარეზზე ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს.