ჟურნალ ,,კრიმინოლოგის“ მე-6 ნომრის და პროფესორ რომან შენგელიას 70 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის „სამართლის პრობლემები“ პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჟურნალ ,,კრიმინოლოგის“ მე-6 ნომრის და პროფესორ რომან შენგელიას 70 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის „სამართლის პრობლემები“ პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერეციო დარბაზში კრიმინოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-6 ნომრის და პროფესორ რომან შენგელიას 70 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის „სამართლის პრობლემები“ პრეზენტაცია.

 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს: დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟურნალ კრიმინოლოგის მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, პროფესორებმა ვალერი ხრუსტალმა, გიორგი თოდრიამ, დავით ძამუკაშვილმა, ჯემალ ჯანაშიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტმა სოფიო ასანიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა აკაკი ჩალათაშვილმა.

 

პროფესორებმა მალხაზ ბაძაღუამ და მამუკა თავხელიძემ სიმბოლურად იუბილარს გადასცეს საჩუქრები.

 

პროფესორმა რომან შენგელიამ, განსაკუთრებით პროფესორ ლადო ჭანტურიას, დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა მისდამი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის „სამართლის პრობლემები“ გამოცემის, პრეზენტაციისა და მილოცვებისათვის.

 

შეკრების მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები:

  • ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-6 ნომრის შესაბამის ორგანიზაციებში დაგზავნის შესახებ;
  • გადაწყდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად სამეცნიერო-პრაქტიკული კომფერენციის ქ.ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარების თაობაზე.