სტუდენტთა უნივერსიტეტთშორისი სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა უნივერსიტეტთშორისი სამეცნიერო კონფერენცია

2012 წლის 4 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა უნივერსიტეტთშორის სამეცნიერო კონფერენცია.  კონფერენციაზე თემები წარმოადგინეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, სასწავლო უნივერსიტეტი სეუ-ს , საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

 

სტუდენტებმა კონფერენციაზე საინტერესო კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს. თითოეული მოხსენების შემდეგ სტუდენტები პასუხობნენ დასმულ შეკითხვებს და იმართებოდა დისკუსია. წარმოდგენილი ნაშრომები სრულიად აკმაყოფილებდა სტუდენტთა მონაწილეებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული სტუმრები.

 

კონფერენციამ იმუშავა შემდეგი სექციების მიხედვით:

I სექცია – მედიცინა

II სექცია – სამართალი

III სექცია – ეკონომიკა და ბიზნესი

IV სექცია – სოციალური მეცნიერებები

V სექცია – ჰუმანიტარული მეცნიერებები (ენა და ლიტერატურა, ფილოსოფია)

 

საუკეთესო ნაშრომები დაიბეჭდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობაში.

 

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

სია იხილეთ აქ

 

თეზისები იხილეთ აქ