2012 წლის 1 ივლისიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დაფინანსებით, სამეცნიერო–კვლევითი პროექტის „ადგილი და იდენტობა“–ს ფარგლებში დაიწყო სამეცნიერო ექსპედიცია ხევსურეთში, სოფელ შატილში.
ექსპედიციის ხელმძღვანელია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი თავაძე.
ექსპედიციის ჯგუფში შედიან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები:
მამამთავრიშვილი ნინო (სოციოლოგიის მიმართულება)
მაჩაბელი მეგი (სოციოლოგიის მიმართულება)
ხაჩიძე სალომე (სოციოლოგიის მიმართულება)
ხუცინაშვილი ლევანი (სოციოლოგიის მიმართულება)
ბახსოლიანი შალვა (ტურიზმის მიმართულება)
ბერელიძე გიორგი (ჟურნალისტიკისა და მასობრივი მედიის მიმართულება)
ხუბუტია შორენა (ჟურნალისტიკისა და მასობრივი მედიის მიმართულება)
ექსპედიციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი ჩაატარებს სიღრმისეულ ინტერვიუებს და აწარმოებს ჩართულ დაკვირვებას. მოხდება ექსპედიციის ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღება. ექსპედიციის განმავლობაში გაკეთებული ჩანაწერები, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, გამოქვეყნდება კრებულში „გზავნილები შატილიდან. ეთნოგრაფიული კვლევის ანგარიში“.