საერთაშორიოს სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორიოს სამეცნიერო კონფერენცია

2012 წლის 29 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში აკადემიკოს გურამ თევზაძის ახალი წიგნის – „ახალი ფილოსოფიის ისტორია. ნაწილი II: იმანუილ კანტიდან ფრიდრიხ ნიცშემდე“ – პრეზენტაცია და ამ ნაშრომისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების წევრები.

 

პრეზენტაციისა და კონფერენციის ორგანიზატორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება იყო.

 

კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ გახსნა. მოწვეულმა სტუმრებმა და კონფერენციის მონაწილეებმა გურამ თევზაძეს მიულოცეს იუბილე და მისთვის დამახასიათებელი ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებასთან ერთად, ჯანმრთლობა და დღეგრძელობა უსურვეს. კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი, აუდიტორიას ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაემშვიდობა.