გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „ადგილი და იდენტობა“, რომელმაც შეაჯამა 2012 წლის ზაფხულში პირიქითა ხევსურეთში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციის შედეგები.
ღონისძიებაზე ექსპედიციის ხელმძღვანელმა (ასისტენტ-პროფ. გიორგი თავაძე) და ექსპედიციის მონაწილე სტუდენტებმა (შალვა ბახსოლიანი, გიორგი ბერელიძე, ნინო მამამთავრიშვილი, მაჩაბელი მეგი, ხაჩიძე სალომე, ხუცინაშვილი ლევანი, ხუბუტია შორენა) ისაუბრეს საკუთარი გამოცდილების შესახებ, ხოლო ექსპედიციის კოორდინატორებმა (პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. დოდო ლაბუჩიძე, პროფ. მიხეილ გოგატიშვილი) შეაფასეს ექსპედიციის შედეგები. ღონისძიებაზე, ასევე, მოხდა ექსპედიციის მუშაობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.