“წლის რექტორად აღიარებას ჩემს სტუდენტებს ვუძღვნი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


“წლის რექტორად აღიარებას ჩემს სტუდენტებს ვუძღვნი“

ჩვენი უნივერსიტეტის რექტორ ბატონი მამუკა თავხელიძე აღიარეს „წლის რექტორად“. პუბლიცისტური ენციკლოპედია „სახეების და სახელების“ დაჯილდოების ცერემონიალზე მას გადაეცა აღიარების ჯილდო.

 

უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაცია გულწრფელად ულოცავს ბატონ მამუკას საყოველთაო აღიარებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ამავე ცერემონიალზე წლის ადამიანად აღიარეს საქართველოს პრემიერ- მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ხოლო „საუკუნის ადამიანად“ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II.