2013 წლის 13 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა მრგვალ მაგიდას თემაზე:
„არასრულწლოვანთა დანაშაულობის კვლევები“
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფსეორი ნინო ქემერტელიძე.
მრგვალ მაგიდას უძღვებოდნენ დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მთავარი რედაქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი გიორგი თოდრია და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი რომან ჯახიაშვილი.
მრგვალი მაგიდის შედეგები შეაჯამეს პროფესორებმა მალხაზ ბაძაღუამ, გიორგი თოდრიამ და ასისტენტ-პროფესორმა რომან ჯახიაშვილმა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა შეიმუშავეს არასრულწლოვანთა დანაშაულობათა პრევენციის მიზნით რეკომენდაციები შესაბამის ორგანიზაციებში წარსადგენად.
მონაწილეთა გვარები და თემატიკა იხ. აქ.