2009 წლის 17 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას შორის გაფორმდა ურთერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი.
მხარეებმა ასევე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტურ თვითმმართველობის პრეზიდენტმა ირაკლი მიქელაძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ხუროშვილმა.