სტუდენტური დღეები 2012 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისში, სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში ტარდება პროექტი სტუდენტური დღეები 2012, რომელშიც მონაწილეობს საქართველოში აკრედიტირებული 30-მდე უმაღლესი სასწავლებელი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები სიამოვნებით მონაწილეობენ ამ პროექტში. პროექტი ემსახურება ნიჭიერების, ახალგაზრდობის შემოქმედებითობის, გართობის, თავისუფალი დროის შინაარსიანად გტარებისა და ახალგაზრდების პოზიტიური განვითარების შესაძლებლობას. ალმა მატერის სტუდენტები კონკურსში გამოვიდნენ საინტერესო ნომრებით, რაშიც დიდი შრომა და პოზიტიური ენერგია ჩადეს და ღირსეული როლი შეასრულეს სტუდენტური დღეები 2012 - ის მიმდინარეობაში.