2013 წლის 23 იანვარს, უნივერსიტეტის კარიერის ცენტრის ინიციატივით ბიზნესისა და მართვის სკოლისა და სამართლის სკოლის მე-4 დონის სტუდენტების დასაქმების საკითხების დარეგულირების მიზნით მოწვეულ იქნა პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისის კადრების შერჩევის სპეციალისტი ქეთევან ახვლედიანი. მან დაინტერესებულ სტუდენტებს გააცნო „ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა“, რომელიც ახალგაზრდებს დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობები შესთავაზა.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს 6 თვიან ზოგად კურსს ბანკებისა და ფინანსების სფეროში 21-32 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის. სწავლის პერიოდში სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სტიპენდიით 250 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, რეგიონების წარმომადგენელთათვის ბანკი უზრუნველყოფს დროებით საცხოვრებელს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უცხო ენის (ინგლისური) კურსების გავლას გერმანიასა (ქ. ფიურტიში) და მაკედონიაში.
6 თვიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ საუკეთესო კანდიდატებს პროკრედიტ ბანკში დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.
ამასთანავე, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ „ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის“ კურსდამთავრებულები - ნოდარ დონდუა და ანი ბოჭორიშვილი, რომლებიც დღეს პროკრედიტ ბანკის თანამშრომლებს წარმოადგენენ. მათ სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამის დადებითი მხარეების შესახებ და მონაწილეობა მიიღეს დებატებში.
განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადაა 2013 წლის 3 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს თამარ თავხელიძეს.