შეხვედრა იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრის გამგესთან პროფესორ ქევინ თუითთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრის გამგესთან პროფესორ ქევინ თუითთან

მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორმა, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრის გამგემ, პროფესორმა ქევინ თუითმა წაიკითხა საჯარო მოხსენება თემაზე „კავკასიის სოციალური გეოგრაფია“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. საჯარო ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში, რაც მოხსენების დასრულების შემდეგ სტუმართან კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა.

 

ქევინ თუითმა დადებითად შეაფასა უნივერსიტეტის სოციოლოგიის სპეციალობის ასისტენტ-პროფესორის გიორგი თავაძის მიერ ხევსურეთში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია.

 

შეხვედრას ორგანიზება გაუწია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითმა ინსტიტუტმა.