საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტსა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტსა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლასა და საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “რუსთავი 2“-ის გადაცემაში “სხვა შუა დღე“ პირდაპირ ეთერში მოეწერა ხელი. გადაცემის სტუმრები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი პაატა ტურავა და ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარე თეონა ლავრელაშვილი.

 

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის საჯარო მმარველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკის, ახალგაზრდული პარლამენტის ფარგლებში სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის და კვალიფიკაციის ამაღლების.