2013 წლის 12 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა უნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ეკოლოგიური გენეტიკა.
სტუდენტებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს საინტერესო კვლევითი ნაშრომები. თითოეული მოხსენების შემდეგ სტუდენტები პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და იმართებოდა დისკუსია. წარმოდგენილი ნაშრომები სრულიად აკმაყოფილებდა სტუდენტთა მონაწილეობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. კონფერენციას ესწრებოდნენ აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები.
საუკეთესო ნაშრომების თეზისები დაიბეჭდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობაში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI