მთავრობის კანცელარიაში სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მთავრობის კანცელარიაში სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

11 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს პროექტი „საჯარო სამსახურის რეფორმა“ , რომელიც ხორციელდება USAID-ის პროგრამის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მჭიდრო ურთიერთობით.

სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც წარმოადგენს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლა და მისი დეკანი, პროფესორი პაატა ტურავა, სამთავრობო კომისიის წევრებს წარუდგინა პროექტის „საჯარო სამსახურის რეფორმა“არსებული პრობლემების ანალიზი, რეკომენდაციები და წინადადებები.

პროექტის მიზანია შემუშავდეს საჯარო სამსახურის სისტემის მოწყობის კონცეფცია, რომელიც გახდება საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველი.

 

სამუშაო ჯგუფის სამთავრობო კომისიასთან შეხვედრები გაგრძელდება მომავალშიც.