გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორები მაკა ფირანაშვილი და მაია მელაძე 2013 წლის 3-4 ოქტომბერს იმყოფებოდნენ სლოვაკეთში, ტრენჩინის ალექსანდრ დუბჩეკის სახელობის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „ადამიანური რესურსები და რეგიონული განვითარება“. კონფერენციის მუშაობა მიმდინარეობდა ტატრების ზამთრის (სათხილამურო) კურორტ - შტრბსკე პლესოში.
კონფერენციაზე წარდგენილი იქნა მოხსენებები:
- „ღვინის ტურიზმის განვითარება საქართველოში“ მომხსენებელი - ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი მ. ფირანაშვილი, თანაავტორი ასოცირებული პროფესორი ვ. კიკუტაძე;
- „ტურიზმში ახალგაზრდების დასაქმების ტენდენციები“ მომხსენებელი - ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი მ. მელაძე, თანაავტორი ასოცირებული პროფესორი თ. ქობლიანიძე. აღნიშნულმა მოხსენებებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სტატიები გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI