გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შედგა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტის - გიორგი თავაძის დისერტაციის დაცვა თემაზე: „ფილოსოფიური გეოგრაფია. ახალი ფილოსოფიური დისციპლინის დაფუძნების შესახებ“. დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა პროფესორი თენგიზ ირემაძე.
დისერტაციის დაცვის, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის შემფასებელი საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გიორგი თავაძეს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა