ალმა მატერის იმიტირებული სასამართლო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ალმა მატერის იმიტირებული სასამართლო

საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით სამართლის სკოლის მე-8 სემესტრის სტუდენტებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს. საქმის განხილვა დასრულდა გადაწყვეტილების გამოტანით და მისი საჯარო გამოცხადებით. იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარებას აკვირდებოდა კომისია (უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოქმედი პრაქტიკოსები) ზურაბ ძლიერიშვილის, ნინო ციხისელის, გულიკო გალდავასა და დევი ხვედელიანის შემადგენლობით. პროცესში მონაწილე სტუდენტებმა მიიღეს შესაბამისი შეფასებები.