გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროექტი
მედიაცია
- მედიაცია (ლათ.mediare - შუამავლობა) დავების სასამართლოს გარეშე გადაწყვეტის ფორმაა, მესამე ნეიტრალური მიუკერძოებელი მხარის მედიატორის (შუამავლის) დახმარებით.
- მედიაცია მოლაპარაკების პროცესია, სადაც ნეიტრალური პირი _ მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს ან/და მათ წარმომადგენლებს ეხმარება მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დასრულებაში.
- მედიაციის პროცესი მთლიანად თავისუფალი და არაფორმალურია. მხარეებს შეუძლიათ პირველი შეხვედრის და შემდგომაც ნებისმიერ დროს შეწყვიტონ აღნიშნული პროცესი.
- მედიაციის პროცესის დანიშნულება დაპირისპირებულ მხარეთა ურთიერთშეთანხმებაში მდგომარეობს.
- უძველესი დროიდან მედიაცია გამოიყენებოდა საერთაშორისო, ეთნიკური და სხვა სახის დავების გადაწყვეტისას, თუმცა სხვადასხვაგვარად იწოდებოდა, მაგალითად: \"შუამავლობა\", \"შუამდგომლობა\", \"მომრიგებლური მომსახურების შეთავაზება\" და სხვა.
მედიაციის ჩატარების ფორმა და მეთოდი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია, თუმცა მედიაციის ძირითადი პრინციპები ყველგან უცვლელი რჩება.
- ნებაყოფლობითობა,
- მხარეთა თანასწორობა,
- მედიატორის ნეიტრალურობა,
- კონფიდენციალურობა
ვის შეუძლია მედიაციის პროექტში მონაწილეობა?
მედიაციის პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა მე-11 და მე-12 კლასის როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეებს. პროექტში მონაწილეობა უფასოა და შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით.
სარგებელი
Benefits
- იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები, ჩაირიცხებიან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, მათ მიეცემათ საუნივერსიტეტო გრანტის სრული პაკეტი, რაც გულისხმობს მათი სწავლის 100% -იან დაფინანსებას.
- მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებისთვის, სწავლის საფასური განისაზღვრება 2250 ლარით.
პროექტში მონაწილე დანარჩენი წევრები, პირველ პრიორიტეტად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის არჩევის შემთხვევაში, მიიღებს 30% იან ფასდაკლებას.