ალმა მატერის კიდევ ერთმა პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ალმა მატერის კიდევ ერთმა პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის კიდევ ერთმა საგანმანათლებლო პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია. ეს არის ერთობლივი სამაგისტრო, ინგლისურენოვანი პროგრამა: \"გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა\", რომელიც განხორციელდება პარტნიორ საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნულ უმაღლეს სკოლასთან (ENA) და სორბონის უნივერსიტეტთან (PARIS1) თანამშრომლობით.

 

პროგრამა განხორციელდება ორ ეტაპად - პირველ აკადემიურ წელს სტუდენტი ისწავლის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, მეორე წელს გაემგზავრება პარიზს, საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნულ უმაღლეს სკოლაში. სწავლასთან ერთად სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება სორბონის უნივერსიტეტის (PARIS1) მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიიღებს ამავე უნივერსიტეტის დიპლომს.

 

ვულოცავთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს და ქართველ ახალგაზრდებს ამ პროგრამის აკრედიტაციას, რადგან ის გზას უხსნის ყველას, ვინც დაინტერესებულია სახელმწიფო მართვისა და გლობალური საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის სფეროში წარმატებული კარიერის შექმნით.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი პროექტი აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც განახორციელებს, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფორმატით, საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული უმაღლესი სკოლა (ENA) და სორბონის უნივერსიტეტი (PARIS1).