საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს კიდევ ერთი პარტნიორული პროექტი, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხება.
კონკურსის შედეგად კიდევ ერთი სტუდენტი იქნა შერჩეული. ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი ანა ჭეიშვილი 2015 წლის 15 მარტიდან 6 კვირით გაემგზავრა პოლონეთის ქალაქ ვარშავაში სტაჟირების გასავლელად.
სტუდენტის პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელს და კვებას უზრუნველყოფს აისეკი.