1 მაისს, 15:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ტრეინინგი პრეზენტაციის ხელოვნებაში. ტრეინინგის საკითხები იყო:
o გენეტიკა და შეძენილი უნარები;
o ადამიანისა და სხეულის ენა;
o ვიზუალური ეფექტების მნიშვნელობა;
o სად ვეძებოთ წარმატების მოტივატორები;
\"პრეზენტატორიუმი\" პრეზენტატორთა კლუბია, რომლის მთავარი მიზანი მომსახურების გაუმჯობესება, ადამიანის უნარების უკეთესობისაკენ შეცვლაა. საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს საკუთარი თავისა და მათ გარშემო არსებული პროდუქტის წარმოჩენა-რეალიზება. არსებობს კომპლექსები, შიშები, საფრთხეები, რომელთა გადაჭრაც შესაძლებელია. ტრეინინგზე სტუდენტებს საშუალება მიეცათ, გაეუმჯობესებინათ უნარები, რომლებიც სათქმელის გამოხატვას უადვილებს ადამიანს და პრეზენტაციას უფრო ეფექტურს ხდის.
ტრენერი: გიორგი ლიპარიშვილი Presentatorium-ის ერთერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი.
ტრეინინგმა წარმატებით ჩაიარა და სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს, რომ კვლავ გაიმართოს მსგავსი ტიპის ტრეინინგი, რათა უფრო სიღრმისეულად მოისმინონ კონკრეტული საკითხები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI